„მაჟორიტარების ომი“ და პოლიტიკოსთა დიდი მაქინაციები

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

საია მიმდინარე შუალედური არჩევნების დაკვირვების შედეგებს აქვეყნებსფარული სცენარი, რომლითაც არჩევნები ჩატარდება.

 

„ეს არჩევნები კი არა, სრული საგიჟეთი იქნება!“ – ასე დაიწყო „თაიმერთან“ საუბარი ჩვენმა ფარულმა რესპოდენტმა, რომელიც პირობას დებს, რომ არჩევნების მერე თავის ვინაობას გაამხელს. ჩვენ, რასაკვირველია, დავინტერესდით, თუ რას გულისხმობს რესპოდენტი „სრულ საგიჟეთში“, რაზეც ასეთი განმარტება მივიღეთ:

„იმას არ ვამბობ, რომ ხელისუფლება ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება. ასეთი ეჭვი, შეიძლება, მქონდეს, მაგრამ პოლიტიკური ფიგურა არ ვარ, რომ მოსალოდნელ გაყალბებაზე ხელაღებით და უაპელაციოდ ვილაპარაკო. სამაგიეროდ, ვგრძნობ, რომ ოქტომბრამდე ძალიან დიდი ფული დაიხარჯება და ამით გარკვეული სარგებელი შესაძლოა, ხალხმაც ნახოს, რომელსაც, პრინცპში, არც ერთი პოლიტიკური ძალის ნდობა აღარ აქვს. სხვათა შორის, იმასაც ველოდები, რომ ხალხმა არჩევნებს ერთგვარი ბოიკოტი გამოუცხადოს, ანუ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა სიმცირე დაფისქირდეს. ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს კი „ოცნების“ მიმართ იმედგაცურება მაძლევს. სხვათა შორის, 2012 წლის პირველ ოქტობერს ერთ-ერთ ფაქტორი, რის გამოც მიშამ უკან დაიხია და გაყალბება ვერ გაბედა, სწორედ მოსახლეობის აქტიურობა იყო – თუ გახსოვთ, მაშინ საარჩევნო უბნებზე რიგებიც კი იდგა, რადგან ხალხს „ნაციონალების“ სითავხედე ყელში ჰქონდა ამოსული და ახალი რეალობა უნდოდა. ყოველ შემთხვევაში, იმედი ჰქონდა, რომ ბიძინა ივანიშვილი, თუ ის ხელისუფლებაში მოვიდოდა, მოსახლეობისთვის რამეს შეცვლიდა. ყოფილი პრემიერი შეიძლება, რამის გაკეთებას მართლაც აპირებდა, მაგრამ დღეს ის რეალობა გვაქვს, რომელიც გვაქვს და ეს უარყოფით გავლენას ამომრჩეველზე ახდენს.“

„თაიმერმა“ რესპოდენტს სთხოვა, რომ საუბარში უფრო მეტი კონკრეტიკა შემოეტანა. ჩვენ განსაკუთრებით რესპოდენტის იმ ფრაზით დავინტერესდით, რომლის თანახმადაც, ოქტობრის დაგეგმილ არჩევნებზე „დიდი ფული“ დაიხარჯება.

„ყველა ხვდება, რომ ბოლო დროს რუსული პროპაგანდა გაძლიერდა. ზოგადად, პროპაგანდისთვის ფულია საჭირო. საქართველოში ეკონომიკა არ ყვავის, ანუ იმის თქმა მინდა, რომ იგივე პროპაგანდაზე ადგილობრივი სახსრები არ დაიხარჯება. ეს ფული რუსეთიდანაც შემოვა და, ალბათ, დასავლეთიდანაც. მართალია, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას სპეციალური კანონი არეგულირებს, მაგრამ არ დაფიქრებულხართ, ამდენი პატარ-პატარა არასამთავრობო ორგანიზაციის და იგიე საზოგადოებრივი მოძრაობის არსებობა რას ემსახურება? ჰოდა, მგონია, რომ ფული სწორედ ამ გზით შემოვა, ანუ ჩვენი რუსი თუ ევროპელი „მეგობრები“ ფულს პირდაპირ პარტიებს კი არ მისცემენ, არამედ, ამ „ენჯეოებს“ დააფინანსებენ. სინამდვილეში კი, ეს საარჩევნო ფული იქნება,“ – ამბობს ჩვენი რესპოდენტი, რომელიც ამატებს, რომ ოქტომბრისთვის დაგეგმილ არჩევნებზე დიდი ფულის დახარჯვას მაჟორიტარობის კანდიდატებიც აპირებენ.

„წლევანდელი არჩევნები, პრინციპში, მაჟორიტარების ომი იქნება. ჯერ პარტიები დაზვერვით სამუშაოებს აწარმოებენ, ანუ აკვირდებიან, რომელ რაიონში აქვთ უკეთესი პოზიცია, რომ იქ წარადგინონ თავიანთი მაჟორიტარები. ამას გარდა, მაქვს ინფორმაცია, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტს შორის შესაძლებელია, გარიგებაც შედგეს, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ ვთქვათ, რომელიმე „იქს“ პარტია რომელიმე რაიონში კონკურენტი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის გამარჯვებაზე იმუშავებს, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ რაიონში პარტიული სიით თვითონ მიიღებს ხმების უმეტესობას. ეს ყველაფერი იმ ქართულ ანდაზას მაგონებს, ხელი ხელს ბანს და ორივე ერთად – პირსო,“ – ამბობს ჩვენთან საუბრის დროს წყარო, რომელიც საარჩევნო ტექნოლოგიებში კარგად ერკვევა.

წყარო „თაიმერს“ იმასაც ეუბნება, რომ ბევრი რაიონში მაჟორიტარები დამოუკიდებლად გამოვლენ, რადგან მოსახლეობა პარტიებზე მეტად პიროვნებებს ენდობა.

„ვიცი რამდენიმე ადამიანი, რომელსაც იგივე „ოცნებამ“ შესთავაზა, რომ კენჭი მისი სახელით იყაროს, მაგრამ უარი მიიღო, თუმცა გარიგება აქაც შეიძლება შედგეს, ანუ პიროვნებას მჟორიტარად საინიციატივო ჯგუფი დაასახელებს და მას ხელისუფლება, ადმინისტრაციული რესურსით, არჩევნების მოგებაში ხელს არ შეუშლის, სამაგიეროდ, მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელსაც კონკრეტულ რაიონში ავტორიტეტიც აქვს და ხალხიც ენდობა, საარჩევნო აგიტაციის დროს გააკეთებს მოწოდებებს, რომ მართალია, თვითონ უპარტიოა, მაგრამ ქვეყნის მომავლისთვის უკეთესი იქნება, რომ ხალხმა ხმა დღევანდელ მმართველ პარტიას მისცეს,“ – ასე განმარტავს საარჩევნო მაქინაციებს ჩვენი წყარო, რომელიც დასძენს, რომ ამ სქემაში არჩევნებამდე შესაძლებელია, ცვლილებები შევიდეს.

ჩვენი წყაროს თქმითვე, უნდა ველოდოთ, რომ პოლიტიკური პარტიები ძალიან ბევრ ახალ სახეს გამოაჩენენ.

„მაქვს კონკრეტული ინფორმაციები, რომლის მიხედვითაც, შემიძლია, გითხრათ, რომ პოლიტიკური ძალები „სტავკას“ ისეთ ადამიანებზე დადებენ, რომლებიც პოლიტიკურად ანგაჟრებულები არ არიან და მაჟორიტარობის კანდიდატებად სწორედ მათ დაასახელებენ. მართალია, ამ ადამიანებს ფული არ აქვთ, მაგრამ სამაგიეროდ, თავიანთ რაიონებში ხალხის ნდობით სარგებლობენ და სწორედ ეს სცენარი გათამაშდება,“ – გამოთქვამს თავის ვარაუდს „თაიმერის“ წყარო.

სხვათა შორის, უკვე ცნობილი გახდა, რომ მაგალითად, ზუგდიდში „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანიდატი ირაკლი ჩიქოვანი იქნება. 2012 წელს, ამ ქალაქში ერთმანეთს ირაკლი ალასანია და როლანდ ახალაია უპირისპირდებოდნენ. ეს ბრძოლა ალასანიამ წააგო. ჩვენ, ბუნებრივია, ვკითხეთ რესპოდენტს, იცის თუ არა რამე იმის შესახებ, წელს ალასანია დააპირებს თუ არა რომელიმე რიონში მაჟორიტარად კენჭის ყრას, თუმცა წყარომ განაცხადა, რომ ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს.

ამას გარდა, „თაიმერს“ ჯერ კიდევ რამდნეიმე თვის წინ აცნობეს, რომ მაჟორიტარობის სურვილი აქვს გუგული მაღრაძეს და ამის შესახებ ქალბატონმა მაღრაძემ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში უკვე განაცხადა.

„გუგულის, ალბათ, ერჩია, რომ სიაში ჩაესვათ და პარლამენტში მოხვედრის გარანტირებული შანსი ჰქონოდა, მაგრამ თავისი განცხადებებით ისეთი ოდიოზური ფუგურა გახდა, რომ „ოცნებას“ მასთან ასოცირება ნამდვილად არ უნდა. ამიტომ, როგორც ჩანს, დაიყოლიეს, რომ თბილისის რომელიმე რაიონში მაჟორიტარობის კანდდატი იყოს. ცხადია, მაღრაძე წააგებს, რასაც „ოცნებას“ ვერ დააბრალებს და ამის მიზეზი თავის თავში უნდა ეძებოს,“ – მიიჩნევს ჩვენი წყარო, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას, რომ „ოცნების“ მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატი ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია იქნება, რომელიც კენჭს, სავარადოდ, ნაძალადევის ერთ-ერთ ოლქში იყრის.

„თაიმერის“ წყარო ჩვენთან საუბრის დროს მაჟორიტარობის კიდევ ერთ სავარაუდო კანდიდატს ასახელბს და ამბობს, რომ მის ხელთ არსებული მონაცემებით, ბათუმში კენჭს, დიდი ალბათობით, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი დავით თარხან-მოურავი იყრის.

„მაჟირიტარებზე უფრო მეტი დეტალი ცნობილი „ოცნების“ ყრილობის მერე გახდება. მართალია, „ოცნება“ გავლენიანი ხელისუფლება არ არის, მაგრამ ადამიანები მაინც ფრთხილობენ და თავიანთი მიზნების შესახებ უახლოეს გარემოცვაშიც არ ლაპარაკობენ, ანუ ელოდებიან, „ოცნება“ ვის სად დაასახელებს და მოქმედებაზე ამის მერე გადავლენ,“ – განმარტავს ჩვენი წყარო.

 

banner
წინა სტატიაშითბილისის განვითარების ფონდი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2309 ლარი გახდა