მათიკაშვილი – გვაქვს ერთადერთი გზა, ეს არის ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის და სუვერენიტეტის დაცვა – 29 აპრილის აქცია, ამას კიდევ ერთხელ დაადასტურებს

29 აპრილს დაფიქსირდება საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ნება, საიდანაც ყველა მეორე არის „ქართული ოცნების“ და იმ პოლიტიკის მხარდამჭერი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ახორციელებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა 29 აპრილს ხელისუფლების მიერ დაანონსებულ საერთო სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ქართველი ხალხის ერთადერთი გზა არის ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია.

„ეს იქნება საზოგადოებისთვის კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი გზა, ეს არის ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის და სუვერენიტეტის დაცვა“,-განაცხადა მათიკაშვილმა.

მისი განმარტებით, მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ აქციაზე ესკალაცია არ მოხდეს.

„ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არანაირი ესკალაცია არ მოხდეს. შსს აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აქციამ 29 აპრილს მშვიდობიან რეჟიმში ჩაიაროს. ეს იქნება ხალხმრავალი აქცია, რომელიც კიდევ ერთხელ დააფიქსირებს მთელი მსოფლიოს წინაშე ჩვენი ერის ურყევს ნებას ევროინტეგრაციის და სუვერენიტეტის დაცვაზე. პარალელურად, ნებისმიერ ჯგუფებს აქვთ იმის უფლება, რომ საკუთარი აზრი გამოხატონ, თუმცა შსს შესაბამის მითითებებს ახდენს და ამ მითითებებს უნდა დავემორჩილოთ“,-განაცხადა მათიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – 29 აპრილის აქციაზე საჯარო მოხელეები ძალით მიჰყავთ, პროტესტს გავაგრძელებთ
შემდეგი სტატიავინიკოვი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – არ შეესაბამება ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას