“მათ სურვილი აქვთ, რომ პრეზიდენტზე ბოლომდე იძიონ შური“ -რომან გოცირიძე პრეზიდენტის და უმრავლესობის დებატებზე

პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ პარლამენტში დებატები გაიმართება. “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ მთავარი შეკითხვა პრეზიდენტთან იქნება ის, თუ როგორ მივიდა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე არაფორმალური მმართველობის პირობებში.
“მთავარი შეკითხვა იქნება ის, თუ როგორ მივიდა ქვეყანა ამ არაფორმალური მმართველობის ხელში ამ მდგომარეობამდე და შეეძლო თუ არა მას მეტი გაეკეთებინა. ვხედავდით, რომ რაღაც წინააღმდეგობას უწევდა, ვეტოს ადებდა კანონპროექტებზე, მაგრამ იყო თუ არა ეს საკმარისი, რა დააკლო, ან რა შეიძლება ამ ვითარებაში ყოფილიყო გამოსავალი. ოცნების ვერტიკალი არის მობილიზებული, იქნება პრესინგი პრეზიდენტზე და ფაქტობრივად მათ აქვთ სურვილი რომ შური იძიონ ბოლომდე პრეზიდენტზე.”-განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიმედიკამენტების კონტრაბანდის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასაქართველოსა და ისრაელის თავდაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა