მაშველებმა ქუთაისში, გვირაბში დარჩენილი ორი მოზარდი უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული შეტყობინების თანახმად, ქალაქ ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარედ, მდინარე რიონის სანაპიროზე დარჩენილ ორ მოზარდს ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება-ამის შესახებ “თაიმერს ” უწყებიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მოზარდების დასახმარებლად, შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. არასრულწლოვნები მდინარე რიონის სანაპიროზე არსებულ გვირაბში იმყოფებოდნენ და უსაფრთხო ადგილას გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

“ორივე მათგანი, სპეციალური სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით, მაშველების მიერ უვნებლად გამოყვანილია უსაფრთხო ადგილას. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.”-ნათვქამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

ადგილზე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებთან ერთად, მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ყველა შესაბამისი სამსახური.

banner
წინა სტატიაში“ბიძინა ივანიშვილის წყალტუბოს აღორძინების პროექტი ადგილობრივი ფერმერებისთვისაც ძალიან დიდი მოტივაციაა”
შემდეგი სტატიალუიზა ვინტონი-საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოში ნამდვილად შეინიშნება პროგრესი