მაშველებმა 5-ბალიანი შტორმის პირობებში, ზღვიდან ორი პირი გამოიყვანეს

მაშველებმა ურეკში, 5-ბალიანი შტორმის პირობებში, ზღვიდან ორი მოქალაქე გამოიყვანეს. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, შავი ზღვის სანაპიროზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა. ტალღების სიმაღლე 4 მეტრს აღწევს. დაემორჩილეთ მაშველების რეკომენდაციას. 12:00-16:30 საათის მონაცემებით, მაშველების მიერ ზღვაში დახრჩობას გადარჩენილია 17 მოქალაქე“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილმა ცესკოში 73 ათასზე მეტი მხარდამჭერის ხელმოწერა შეიტანა
შემდეგი სტატიაბიჭები მზად არიან ხვალინდელ თამაშზე გულშემატკივრებს ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენონ და გაახარონ