სალომე ზურაბიშვილმა ცესკოში 73 ათასზე მეტი მხარდამჭერის ხელმოწერა შეიტანა

დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 73 ათასზე მეტი მხარდამჭერის ხელმოწერა შეიტანა. ჟურნალისტებთან საუბრისას ზურაბიშვილმა მხარდამჭერებსა და იმ ადამიანებს, ვინც ხელმოწერების შეგროვებაზე მუშაობდა, მადლობა გადაუხადა.

“დღეს დასრულდა ხელმოწერების შეგროვების პირველი ეტაპი. შევიტანეთ 73 ათასზე მეტი ხელმოწერა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას დიდი მადლობა მოვახსენო, ვინც მუშაობდა ხელმოწერების შეგროვებაზე. ძალიან ბევრი ღამე გაათენეს ამ საქმეზე. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ხელი მოაწერა და საშუალება მომცა, რომ ჩემი კანდიდატურა დარეგისტრირებულიყო. მინდა მადლობა მოვახსენო მათაც, ვინც ვერ ან არ მოაწერა ხელი, რამეთუ მე ვიქნები მათი პრეზიდენტიც. 12 სექტემბერს ქუთაისიდან იწყება მეორე ეტაპი და მთელ რეგიონებს მოვივლი ამ საბოლოო მარათონის მანძილზე,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცესკოში დასარეგისტრირებლად საპრეზიდენტო კანდიდატებმა არანაკლებ 25 923 ხელმოწერისა უნდა შეიტანონ.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოება სასწრაფოდ უნდა დადგეს ფეხზე ყველა ტელევიზიის დასაცავად
შემდეგი სტატიამაშველებმა 5-ბალიანი შტორმის პირობებში, ზღვიდან ორი პირი გამოიყვანეს