მარტვილის სოფლებში, თამაკონსა და აბედათში 180-მდე ოჯახი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი

წლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის 15-მდე სოფელს პრობლემა შეუქმნა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დატბორილია საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სოფელ თამაკონსა და აბედათში ადიდებულმა მდინარემ ხიდები წაიღო, რის გამოც ჯამში 180-მდე ოჯახი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. დაზიანებულია სოფლის შიდა გზები, დახოცილია შინაური ფრინველები.

მარტვილის სოფლებში სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი. ლევან შონიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ის სახლებიც დაათვალირა, სადაც წყალდიდობის გამო საცხოვრებელი ოთახები დაიტბორა.

შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც მხარის გუბერნატორი ხელმძღვანელობს. შტაბში ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებთან ერთად სამართალდამცავები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები არიან შესული. მარტვილისთვის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის. მუნიციპალიტეტში აღდგენითი სამუშაოები დილიდანვე დაიწყება. თავდაპირველად სოფლების შიდა გზების და ხიდების აღდგენა მოხდება.

banner
წინა სტატიაშიდასავლეთ საქართველოში სტიქიასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასოფელ ბობოთში მდინარემ დაღუპული მაშველის ცხედარი გამორიყა