მარტვილის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება

მარტვილის მუნიციპალიტეტში პანდემიის მიუხედავად ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერებულა. ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ლეციცხვაიეში, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 30 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი დასრულებულია და სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტში სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. ასევე, 2014 წლიდან დღემდე აშენდა ბალდის, ინჩხურის, სერგიეთის, პირველი ნამიკოლაოს, აბედათის საბავშვო ბაღები.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ქვეყნის გაზიფიცირება 2024 წლისთვის დასრულდება და საქართველოს ექნება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გაზიფიცირების
შემდეგი სტატიაქართველი ხალხი ემზადება რადიკალური ცვლილებებისთვის და ამას ვერ გააჩერებს „ქართული ოცნება“