მარტვილის მთებს ცეცხლი უკიდია

მარტვილის მთებს ლებარდეს მხრიდან ცეცხლი უკიდია.
“ხანძარი დღეს, 12 დეკემბერს საღამოს შვიდის ნახევარზე შევნიშნე. იწვის მარტვილის მთები, ნადგურდება უნიკალური ჯიშის ხეები, – აცხადებს თაიმერთან საუბარში მარტვილის მკვიდრი ნონა ცაავა.

“თაიმერის” ინფორმაციით, ხანძარი მიუვალ, დაუსახლებელ ადგილას გაჩნდა. წაჩხურუს მონასტერის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაც შეიმჩნევა.შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები გავიდა.

 

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია ჭიღლაძე: ეკლესიის ორნამენტულ მრგვალ სარკმელში “ფეჩის ტრუბა” გაიყვანეს
შემდეგი სტატიათუ გსურთ, იყოთ ოპტიმალურად დაცული, გაიკეთეთ “ბუსტერი” – ფაუჩი “ომიკრონზე”