მართლმსაჯულების სრულყოფის დოკუმენტის მიღება სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას დაეხმარება

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 11, 2017 11:08

მართლმსაჯულების სრულყოფის დოკუმენტის მიღება სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას დაეხმარება

მართლმსაჯულების სრულყოფის დოკუმენტის მიღება დაეხმარება სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე საჯარო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას:

„კოალიცია მჭიდროდ თანამშრომლობს სასამართლო სისტემასთან. საბჭო იწვევს მესამე სექტორს და ჩვენ ვცდილობთ რეკომენდაციების გათვალისწინებას. საქმიანი დიალოგი აუცილებლად გადაინაცვლებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. რაც შეხება სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებს – ვფიქრობ, სამომავლოდ მართლმსაჯულების სრულყოფის დოკუმენტის მიღება დაეხმარება ამ პრობლემების აღმოფხვრას და ამაში არასამთავრობოთა კოალიციასაც დიდი როლი აქვს. ჩვენ განხილული გვაქვს ყველა ორგანიზაციის რეკომენდაცია თუ შენიშვნა. რეფორმის მესამე ტალღის შედეგად, საქმეთა ელექტრონულად გადანაწილება მესამე სექტორის მონაწილეობით შემუშავდა. ამის ამოქმედებას წინ აღარაფერი უდგას, წლის ბოლომდე საერთო სასამართლო სისტემაში დაინერგება“, – აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ მასპინძლობს საჯარო ფორუმს, რომელიც ეძღვნება სასამართლო სისტემის გამოწვევებს და რეფორმებს.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 11, 2017 11:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


20,165
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics