NGO- ები შრომის ინსპექტირების საკითხის საკონსტიტუციო დონეზე დარეგულირებას ითხოვენ

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 11, 2017 11:05

NGO- ები შრომის ინსპექტირების საკითხის საკონსტიტუციო დონეზე დარეგულირებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები მაღალი რისკის მქონე სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ და შრომის ინსპექტირების საკითხის საკონსტიტუციო დონეზე დარეგულირებას ითხოვენ, მათი თქმით სტატისტიკა საგანგაშოა და აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
საწარმოო ინფრასტრუქტურისა და მანქანა-დანადგარების განახლება-მოდერნიზების საჭიროება, არასათანადო სამუშაო გარემო პირობები, სათანადო სამუშაო ინსტრუმენტებით აღჭურვის საჭიროება, სათანადო სპეცტანსაცმლითა და დამცავი საშუალებებით აღჭურვის საჭიროება,პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დამაბრკოლებელი გარემოებები,საწარმოო ტრავმებისა და გარდაცვალების შემთხვევების სათანადოდ შესწავლის პრობლემა- ეს ის საკითხებია რომელზეც არასამთავრობო სექტორი ყურადღებას ამახვილებს და აცხადებენ, რომ სახელმწიფოს ეფექტური ზედამხედველობის სისტემა უნდა ჰქონდეს.

„სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ეფექტიანი ზედამხედველობის სისტემა, რაც ნიშნავს მათ შორის სისტემის არსებობას, რომელიც იქნება პასუხისმგებელი შრომის უფლებების დაცვაზე, მის ზედამხედველობაზე,“ – აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი, ლინა ღვინიანიძე.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 11, 2017 11:05

Google სტატისტიკა


3,819
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics