მარნეულის პოლიკლინიკა პაციენტებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციებს გამართავს

26 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით მარნეულის ახალი პოლიკლინიკა, რომელიც შ.რუსთაველის ქ. #53-ში მდებარეობს, ადგილობრივ მოსახლეობას სპციალისტების კონსულტაციებს სრულიად უფასოდ, ხოლო ლაბორატორიულ და დიაგნოსტიკურ კვლევებზე 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. აქციის ფარგლებში 1 თვის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა სრულიად უფასოდ მიიღებს პირადი ექიმის, ოფთალმოლოგის, ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის, ზოგადი ქირურგის, გინეკოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, დერმატოლოგის, უროლოგის და ანგიოლოგის კონსულტაციებს. თანამედროვე ინფრასტრუქტურით, უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითა და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო ცენტრი პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის მომსახურებას სთავაზობს.

banner
წინა სტატიაშიმოვაჭრეები ბაზრობის ქვედა ტერიტორიაზე შეუშვეს
შემდეგი სტატიაირაკლი ბენდელიანი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულებს ხვდება