მარიამ ჯაში – უმრავლესობის შეჯერებული პოზიციაა, რომ ნინო ლომჯარია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სახალხო დამცველი

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში იმედოვნებს, რომ ნინო ლომჯარია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო, გამორჩეული სახალხო დამცველი საქართველოში.

როგორც ჟურნალისტებს მარიამ ჯაშმა განუცხადა, ნინო ლომჯარიას გარდა ამ პოსტზე არასამთავრობო სექტორმა რამდენიმე ღირსეული კანდიდატი წარმოადგინა.

“უმრავლესობის შეჯერებული პოზიცია გახლდათ, რომ ნინო ლომჯარია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სახალხო დამცველი, მას აქვს გამოცდილება საჯარო და არასამთავრობო სექტორში, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და ფინანსური აუდიტის თვალსაზრისით. ოთხივე კანდიდატი, რომელიც მესამე სექტორის მხრიდან იყო დასახელებული, ნამდვილად ღირსეული კანდიდატები იყვნენ მნიშვნელოვანი გამოცდილებით, თუმცა აქ საუბარი იყო უპირატესობებზე, რომელიც კონკრეტული გამოცდილების თვალსაზრისით იქნებოდა გასათვალისწინებელი”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა დაასახელა.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ
შემდეგი სტატიასასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით აჭარის მთავრობის საგანგებო სხდომა გაიმართა