სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით აჭარის მთავრობის საგანგებო სხდომა გაიმართა

სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით აჭარის მთავრობის საგანგებო სხდომა ჩატარდა. სხდომას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელმძღვანელობდა. როგორც ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განუცხადა, სხდომაზე არსებული მდგომარეობა განიხილეს.

მისი თქმით, კლინიკებში ამ დრომდე ხანძრის შედეგად დაშავებული 8 ადამიანი რჩება, თუმცა მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სავარაუდოდ, დღის ბოლომდე საავადმყოფოდან გაეწერებიან.

„შევიკრიბეთ მთავრობის წევრები და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები და განვიხილეთ არსებული მდგომარეობა. სულ ღამის განმავლობაში 22 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. ჯერჯერობით კლინკიაში 8 პაციენტი რჩება, დანარჩენი გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. ტარდება დამატებითი გამოკვლევები და სავარაუდოდ, ისინიც დღეს დატოვებენ სამედიცინო დაწესებულებებს“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
მისივე განცხადებით, მისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.

banner
წინა სტატიაშიმარიამ ჯაში – უმრავლესობის შეჯერებული პოზიციაა, რომ ნინო ლომჯარია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სახალხო დამცველი
შემდეგი სტატიასასტუმრო „ლეოგრანდი“ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გაუმართაობის გამო რამდენიმე თვის წინ დააჯარიმეს