მანჯგალაძე – სუბარის, ყაველაშვილის და ხუნდაძის სახით “ალტ-ინფოს” საპარლამენტო ჯგუფი შეიქმნა

სუბარის, ყაველაშვილის და ხუნდაძის სახით “ალტ-ინფოს” საპარლამენტო ჯგუფი შეიქმნა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ამის მიზანია, მათ “ქართული ოცნების” საქმე ისე გააკეთონ, რომ “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური ზიანი არ მიიღოს.

“ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ, რომ მოვლენები შევაფასოთ. ეს ჯგუფი ზუსტად იმ შავრაზმული შინაარსის მატარებელი გახდება, რასაც “ალტ – ინფო” აკეთებს პარლამენტს გარეთ, “ალტ- ინფოს” საპარლამეტო ჯგუფი შეიქმნა საქართველოს პარლამენტში. მათი მიზანი ის კი არ არის დააჩქაროს საქართველოს ევროინტეგრაცია ან გააკრიტიკოს „ქართული ოცნება“ მისი პოლიტიკის გამო – არა, „ქართულ ოცნებაზე“ უფრო მეტად უნდა ამხილოს ევროპა, ეს არის მათი მიზანი და ამას გააკეთებენ ყველანაირი თვითცენზურის გარეშე,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკთან პარტნიორობით „თიხის აკადემია“ საქმიანობას აფართოვებს
შემდეგი სტატიავაშაძე – პარლამენტის სხვა წევრებსაც მოვუწოდებ – დატოვეთ „ქართული ოცნება“, ვიდრე ანტიდასავლური წყალი არ გადმოგესხმებათ პერსონალურად თქვენც