ვაშაძე – პარლამენტის სხვა წევრებსაც მოვუწოდებ – დატოვეთ „ქართული ოცნება“, ვიდრე ანტიდასავლური წყალი არ გადმოგესხმებათ პერსონალურად თქვენც

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ სამი დეპუტატის წასვლა მმართველი პარტიის სისუსტის დემონსტრირებაა.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, „ქართული ოცნება“ ხედავს, რომ ოლიგარქიული რეჟიმის დასასრული მოახლოვდა და რაღაც არასტანდარტული ნაბიჯები უნდა გადადგან.

„ოლიგარქიულ რეჟიმს ძალიან ეშინია ვითარების, რაც ქვეყანაშია. არავინ ვფიქრობთ, რომ ეს 3 ადამიანი საქართველოში ევროინტეგრაციის მთავარ აპოლოგეტად იქცევა. მთავარი საკითხი არის ის, რომ „ქართული ოცნება“ კარგად ხედავს, რომ მათი ოლიგარქიული რეჟიმის დასასრული მოახლოვდა და რაღაც არასტანდარტული ნაბიჯები უნდა გადადგან.

პარლამენტის სხვა წევრებსაც, ვინც ჯერ კიდევ „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, მოვუწოდებ – დატოვეთ „ქართული ოცნება“, სანამ ანტიდასავლური წყალი არ გადმოგესხმებათ პერსონალურად თქვენც – მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალიან მალე გააკეთოთ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – სუბარის, ყაველაშვილის და ხუნდაძის სახით “ალტ-ინფოს” საპარლამენტო ჯგუფი შეიქმნა
შემდეგი სტატიაშსს-ს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავეს, მათ შორის 3 ნარკორეალიზატორია