მანჯგალაძე – რასაც პუტინი ლაპარაკობს, იგივეს ლაპარაკობს „ხალხის ძალა“ და კობახიძე

რასაც პუტინი ლაპარაკობს, იგივეს ლაპარაკობს “ხალხის ძალა” და ირაკლი კობახიძეც, ამიტომ პრაღის სამიტში ღარიბაშვილის მონაწილეობას სიმბოლური ხასიათი აქვს – ესენი ევროპისკენ არ მიდიან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” საერთაშორისო პარტნიორების ყველა შენიშვნას დემოკრატიასთან დაკავშირებით სუვერენიტეტში ჩარევად განიხილავს, რაც პუტინის რიტორიკას ჰგავს.

“ქართული ოცნება” რა ფორმატშიც არ უნდა შეიყვანო, მათ არ სჭირდებათ ევროპაში ინტეგრაცია, მათ სურთ ძალაუფლების შენარჩუნება და ამისთვის მათ ურჩევნიათ თუ არ ვიქნებით ევროკავშირში, რადგან დემოკრატიის უფრო მაღალ სტანდარტს არავინ მოსთხოვს, ყველა შენიშვნას დემოკრატიასთან დაკავშირებით, ესენი განიხილავენ სუვერენიტეტში ჩარევად, რასაც პუტინი ლაპარაკობს სუვერენულ დემოკრატიაზე, იგივეს ლაპარაკობს „ოთხეულიც“ და ირაკლი კობახიძეც. ამიტომ პრაღის სამიტში ღარიბაშვილის მონაწილეობას აქვს სიმბოლური ხასიათი, ესენი არ მიდიან ევროპაში, მათ უნდათ საქართველო იყოს ივანიშვილის უკანა ეზო და ბოსტანი,”- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშილუკაშენკო პუტინს – გთხოვთ, მიიღოთ გულწრფელი მილოცვა თქვენს იუბილესთან დაკავშირებით – როგორც დიდი სახელმწიფოს ნამდვილი ლიდერი, თქვენ იღებთ გააზრებულ და რთულ გადაწყვეტილებებს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა აშშ-ს სახელწმიფო მდივნის მოადგილესთან ბონი ჯენკინთან ქვეყანაში და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილა