მანჯგალაძე: ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი რატომ წავიდა, არ ვიცი, წერილი მაინც დაეტოვებინა

ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა რა გააკეთა და რატომ წავიდა, არავინ იცის, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე ზურაბ აზარაშვილის მიერ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვებას.

„არ ვიცი, რატომ წავიდა აზარაშვილი. ჯერ რა გააკეთა – ისიც არ ვიცი, რატომ წავიდა – ისიც არ ვიცი. და უფრო მეტიც, წერილს მაინც დატოვებდა იმის შესახებ, რატომ მიდის. ეს არის ზუსტად პრობლემა“, – აღნიშნა მანჯგალაძემ სატელევიზიო ეთერში.

ინფორმაციისთვის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, “რესპუბლიკური საავადმყოფოს” მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ, დარწმუნდა, რომ სისტემის მართვის მხრივ იყო პრობლემები და მინისტრთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რათა მას თანამდებობა დაეტოვებინა.

ჯანდაცვის ახალ მინისტრს მთავრობის მეთაური უახლოეს დღეებში წარადგენს.

banner
წინა სტატიაშიეპისკოპოსი იობი – რაც მიხეილ სააკაშვილის მთავრობის პერიოდში ეკლესიამ სარგებელი მიიღო, მსგავსი არცერთი ხელისუფლების დროს არ მიუღია
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: საპატრიარქოსა და პატრიარქის შესახებ პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული განცხადებები გამაოგნებელია