მამუკა მდინარაძე – ნამდვილად არ მომეწონა ირმა ინაშვილის გამოხატვის ფორმა, ასევე არ მომეწონა დამოკიდებულება ქალისა და პარლამენტის წევრის მიმართ

region
ავტ.: region სექტემბერი 10, 2019 17:32

მამუკა მდინარაძე – ნამდვილად არ მომეწონა ირმა ინაშვილის გამოხატვის ფორმა, ასევე არ მომეწონა დამოკიდებულება ქალისა და პარლამენტის წევრის მიმართ

ნამდვილად არ მომეწონა ირმა ინაშვილის გამოხატვის ფორმა, ასევე არ მომეწონა დამოკიდებულება ქალისა და პარლამენტის წევრის მიმართ, – ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაზე განვითარებული მოვლენები.

„აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით ერთ რამეს, რომ ნამდვილად არ მომეწონა ირმა ინაშვილის გამოხატვის ფორმა. საერთაშორისო კონფერენციაა და ის ფორმა ჩემთვის არ იყო მისაღები. თუმცა, აქვე შემიძლია დაგიდასტუროთ, არც ის ფორმა მომეწონა, ვინც არ უნდა იყოს მისი ავტორი, ხაზგასმით ვამბობ, ვინც არ უნდა იყოს მისი ავტორი, როგორი იყო დამოკიდებულება ქალისა და დეპუტატის მიმართ. ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა, ვიცე-სპიკერი იქნება, თუ არა. ქალისა და საქართველოს პარლამენტის წევრის მიმართ. დავამატებ, რომ ნამდვილად არ იყო საჭირო, რაც არ უნდა განსხვავებული აზრი გქონდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუსმში“ მიმდინარეობს, ხმაური იყო. კონფერენციაზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიერი ირმა ინაშვილი მივიდა, რომელსაც სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ცოტა ხნის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებსა და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

region
ავტ.: region სექტემბერი 10, 2019 17:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,490
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics