ირმა ინაშვილი დევიდ კრამერს მიმართავს – თქვენ ბოდიში უნდა მომიხადოთ, რადგან საქართველოს კონსტიტუციას და პარლამენტის წევრს მიაყენეთ შეურაცხყოფა

ბოკერია-სააკაშვილს პროდასავლურობა ესმით როგორც მიტინგების დარბევა, ბიზნესმენებისთვის ქონების წართმევა და არჩევნების გაყალბება, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირმა ინაშვილმა კონფერენციაზე აღნიშნა, რომ მთავარი მონაპოვარი პოლიტიკური პლურალიზმია და სამწუხაროა, როდესაც კონფერენციაზე მიწვეული არ ყოფილა „პატრიოტთა ალიანსი“.

„პოლიტიკური პლურალიზმი ნიშნავს იმას, რომ როდესაც ჩემზე, როგორც პარტიაზე კონფერენციაზე ლაპარაკობენ, გამოსვლის საშუალება მეც უნდა მქონდეს. დარბაზში მსხდომებისგან რამდენიმე ცინიკური შეფასება მოვისმინე, მომხსენებლებს არ ეხება. მინდა ბოკერიას გუშინდელ გამოსვლას გამოვეხმაურო, რომელმაც ძირითადად ჩვენზე ილაპარაკა. ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები, პირველ რიგში საქართველოს პატრიოტები. მაგრამ ის, რაც გუშინ ჩვენზე ითქვა, ბევრი ციტატა დამახინჯებულად იყო წარმოდგენილი ბატონ ბოკერიას მხრიდან. ეს არის ტყუილი და ცილისწამება“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის თქმით, პოლიტიკოსთა ნაწილი ცდილობს ბიზნესმენებისთვის ქონების წართმევა და არჩევნების გაყალბება წარმოაჩინოს როგორც პროდასავლურობა.

„ბოკერია-სააკაშვილი ცდილობენ თქვენზე მონოპოლია შეინარჩუნონ და თქვენ მუდმივად გიმტკიცებენ, რომ „არიან პროდასავლურები“. დასავლურობა მათ როგორ ესმით იცით? როგორც ადამიანთა წამება რასაც აკეთებდნენ, მიტინგების დარბევა, ბიზნესმენებისთვის ქონების წართმევა, არჩევნების გაყალბება და ქვეყნის ტერიტორიების 22 პროცენტის ჩაბარება მოწინააღმდეგისთვის. ადამიანთა წამება და აქციების დარბევა ეს დასავლური ღირებულებებია? მე გაგახსენებთ სულხან მოლაშვილის წამების ფაქტს. თუ არ იცით, შემდეგ მოგიყვებიან. ჩემი პირველი შეკითხვა ეს არის. მე ზუსტად ვიცი, რომ ეს დასავლური ღირებულებები არ არის. ეს ბოლშევიზმი და ფაშიზმია. „საქართველოს პატრიოტები“ ვართ ნამდვილად ქართული და დასავლური აზროვნების პარტია. ამიტომ იცოდეთ, რომ როცა ბოკერიები და სააკაშვილები და მათი ექსპერტები ჩვენზე საუბრობენ ყველფერი ტყუილია“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ამასთან ირმა ინაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს მიმართა და მას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

„მეორე, გუშინ ძალიან საინტერესო თეზისები ითქვა და ხაზგასმული იყო, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი აუცილებელია. მაგრამ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს. საუბარია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სხვადასხვა კონცეფციაზე. თქვენ რა კონცეფციას გვთავაზობთ? ეს იყოს დანაკარგების გარეშე და ამან ჩვენთვის არ გამოიწვიოს ახალი ტერიტორიების დაკარგვა და ეს მოხდეს მშვიდობიანად.

ბატონო კრამერ, მე თქვენ ბოდიში უნდა მომიხადოთ. იმიტომ, რომ თქვენ გადააბიჯეთ და შეურაცხყოფა საქართველოს კონსტიტუციას და პარლამენტის წევრს მიაყენეთ. ბოდიში მომიხადეთ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=1gHnKa-dyyY&feature=youtu.be&fbclid=IwAR1GhUc3_VZ52S8MqhooIUfx4Ukh4wnOB9Bkgln3h0Y9Uo-i0ReWzvTwazw

banner
წინა სტატიაშიკარპენტერი ინაშვილზე: საქართველოში პრორუსული ძალები აქტიურნი არიან
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე – ნამდვილად არ მომეწონა ირმა ინაშვილის გამოხატვის ფორმა, ასევე არ მომეწონა დამოკიდებულება ქალისა და პარლამენტის წევრის მიმართ