მამუკა მდინარაძე: კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ოპოზიციის მხილება, ბოლო დღეების განმავლობაში არა ერთხელ მოხდა

region
ავტ.: region ოქტომბერი 30, 2020 19:23

მამუკა მდინარაძე: კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ოპოზიციის მხილება, ბოლო დღეების განმავლობაში არა ერთხელ მოხდა

„ხვალ, ჩვენ ქვეყანას აქვს კიდევ ერთი ტესტი ჩასაბარებელი, რომელსაც ჩვენ ჩავაბარებთ წარმატებით, იქიდან გამომდინარე, რომ იქნება ერთ-ერთი სამაგალითო, გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნები, სადაც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დამაჯერებლად და ჩვენი პროგნოზით, „ქართული ოცნების“ შედეგი 60%-თან იქნება მიახლოებული.

ეს არის ჩვენი პროგნოზი, დანარჩენს ხვალ, დემოკრატიული არჩევნების შედეგები გვიჩვენებს და ყველას, არა მხოლოდ „ქართული ოცნებას“, ჩვენ ქვეყანას, ვუსურვებ გამარჯვებას, რაშიც დარწმუნებულები ვართ, იმიტომ, რომ ეს გამარჯვება იქნება ხვალინდელი ძალიან პოზიტიური დღის წესრიგის მომასწავებელი“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში სახელისუფლებო გუნდის მიერ, კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ოპოზიციის მხილება არა ერთჯერ მოხდა. „სამი დღის წინ ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, როგორ ოპერირებენ ასე ვთქვათ, „NGO“ ბაზარზე ე. წ. დამოუკიდებელი ექსპერტები თუ „NGO“-ები, (რომლებიც აქამდე ცდილობდნენ თუმცა, ახლა ვეღარ გაბედავენ ამას, იმიტომ რომ ისინი იწოდებიან სუბიექტურ დამკვირვებლებად მათ ასე უკვე თავად დაირქვეს).

შემდეგ იყო ჩვენს მიერ მტკიცებულებებით მხილებული ფეისბუქ-სისტემა, სადაც ასობით და ათასობით „ფეიქ ექაუნთი“ ჩართულია დისკრედიტაციის კამპანიაში, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის დანაყოფებს ეკუთვნის, ამის შემდეგ იყო კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც ერთ-ერთი ტელევიზიის თანამშრომელმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ასევე დაადასტურა. ამის შემდეგ, უკვე დღეს, ჩვენი მხრიდან, გახმაურებული იყო ასევე, კონკრეტული ინფორმაციები, რომელიც იმედი ვიქონიოთ არ დადასტურდება, იმიტომ, რომ ჩვენი პრევენციული სახის განცხადებები უზრუნველყოფენ იმას, რომ ისინი წესით ამას ვეღარ გაბედავენ, მაგრამ თუ გაბედავენ, ბუნებრივია, სახელმწიფოს პასუხი ამაზეც იქნება მყარი.

როდესაც ვსაუბრობთ მტკიცებულებებზე, თქვენ ნახეთ, რომ არც ერთი, ჩვენს მიერ წინა დღეებში გაკეთებული განცხადება არ დარჩენილა ან მტკიცებულების ან დადასტურების გარეშე. წინა დღეებში გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა თავად აქტორების მიერ, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

region
ავტ.: region ოქტომბერი 30, 2020 19:23