მამუკა მდინარაძე: ჩვენი საქმიანობა ნაყოფიერი იქნება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო თანამდებობებზე კვალიფიციური და გამოცდილი კადრები დასახელდა.

მდინარაძის თქმით, პარლამენტში მათი საქმიანობა ნაყოფიერი იქნება.

„ჩვენი საქმიანობა იქნება ნაყოფიერი, თქვენ ნახეთ რომ ყველა საპარლამენტო თანამდებობაზე ძალიან კვალიფიციური, გამოცდილი კადრები არიან დასახელებული, იმედი მაქვს პარლამენტი დაამტკიცებს მათ და ჩვენი საქმიანობა ამ გუნდთან ერთად იქნება ნაყოფიერი“,-აღნიშნა მდინარაძემ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე მამუკა მდინარაძეს, ხოლო მისი მოადგილის თანამდებობაზე დიმიტრი სამხარაძის კანდიდატურას წარადგენს.

banner
წინა სტატიაშითბილისში ყველის ფესტივალი 2016 გაიმართა
შემდეგი სტატიამარიამ ჯაში: დავიწყებ ინტენსიურ კონსულტაციებს შესაბამის სამინისტროებთან და არასამთავრობო სექტორთან