მამუკა ხაზარაძე – როგორც კი პარტიას დავაფუძნებთ, პარტიაში იქნებიან პოლიტიკოსები

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 18, 2019 12:02

მამუკა ხაზარაძე – როგორც კი პარტიას დავაფუძნებთ, პარტიაში იქნებიან პოლიტიკოსები

„ლელო“ არის საზოგადოებრივი მოძრაობა, ამიტომ საუბარია მოძრაობის წევრებზე, პარტიის დაფუძნების შემდეგ კი, პარტიაში იქნებიან პოლიტიკოსები, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მოძრაობის 12 წევრის წარდგენის შესახებ ინფორმაციას, ასევე იმას, თუ რომელი სფეროს წარმომადგენლები იქნებიან მოძრაობაში გაერთიანებული, საზოგადოება და მედია გაიგებს 13:00 საათზე.

ხაზარაძის თქმით, დღევანდელ ღონისძიებაზე მედია მიწვეულია, შესაბამისად ის ჟურნალისტებთან ღიაა და დამალული არაფერი იქნება.

კითხვაზე, მოიაზრებიან თუ არა პოლიტიკოსები სამომავლოდ მის პარტიაში ხაზარაძე პასუხობს: „ეს არის მოძრაობა, არ არის პოლიტიკური პარტია, ამიტომ ჩვენ ვლაპარაკობთ მოძრაობის წევრებზე. ხოლო, როგორც კი პარტიას დავაფუძნებთ, უკვე პარტიაში იქნებიან პოლიტიკოსები“.

რაც შეეხება „ჩრდილოვან კაბინეტს“, მამუკა ხაზარაძის თქმით, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას გააცნობს ინფორმაციას მაში, როდესაც აღნიშნულზე ისაუბრებს.

„ეს ყველაფერი იქნება გაზაფხულზე“, – განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა.

კითხვებზე მედიას ხაზარაძემ დღეს ქართულ-ამერიკულ სკოლაში უპასუხა, სადაც მან მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

მამუკა ხაზარაძე „ლელოს“ 12 წევრს დღეს წარადგენს, რამდენიმე მათგანის ვინაობა უკვე ცნობილია.

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ 12 სექტემბერს დააფუძნა. პრეზენტაციაზე მან აღნიშნა, რომ „ლელოსთვის“ ეძებს 12 ლიდერს ყველა სფეროში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 18, 2019 12:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,914
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics