“ბიძინას რჩეული კრიმინალების შემწყალებელი” – პრეზიდენტის რეზიდენციასთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 18, 2019 11:42

“ბიძინას რჩეული კრიმინალების შემწყალებელი” – პრეზიდენტის რეზიდენციასთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ათონელზე სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებას აპროტესტებენ. მათი თქმით, ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულთა სია, რომელშიც სკანდალური მკვლელობებისთვის მსჯავრდებულები მოხვდნენ ეჭვებს აჩენს.

საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები, ასევე 1994 წელს გრიბოედოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე. გუშინ გვიან ღამით კი იუსტიციის მინისტრმა სკანდალური განცხადება გააკეთა, მისი თქმით, ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულთა სიაში მყოფ პირს, ამ დრომდე ძებნილის სტატუსი აქვს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 18, 2019 11:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,521
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics