მამუკა ბახტაძე: უნდა ვაღიაროთ, რომ სკოლებში ბულინგის პრობლემა გვაქვს

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფეისბუქ-ლაივში ჩართვისას ხაზი გაუსვა სკოლაში უსაფრთხოების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნბიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება.

„რაც შეეხება უსაფრთხოებას, ჩვენ ჯერ კიდევ შარშან დავაანონსეთ ამ ნაწილში მნიშვნელოვანი ცვლილებები. ჩვენ სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ სკოლებში გვაქვს ბულინგის პრობლემა და ეს არ გახლავთ მხოლოდ საქართველოს გამოწვევა. ის სამოქმედო გეგმა, რომელიც დაიდო ამ პრობლემასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ვფოქრობ, იქნება წარმატებული. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ, რომ ჩვენს სკოლებში უსაფრთხოების დონე მნიშვნელოვნად ამაღლდეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიელექტრონული ფოსტით გათავისუფლებული დეკანი – ილიაუნში გიორგი ქადაგიძის აღდგენას ითხოვენ
შემდეგი სტატიამადურო ვენესუელაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მხარს უჭერს