ელექტრონული ფოსტით გათავისუფლებული დეკანი – ილიაუნში გიორგი ქადაგიძის აღდგენას ითხოვენ

დღეს ლარმა იპოვა თავის ახალი წონასწორობის წერტილი

ილიაუნის სტუდენტები ბიზნეს სკოლის დეკანის დაბრუნებას ითხოვენ. ისინი მხარდამჭერ სტიკერებს გიორგი ქადაგიძის კაბინეტის კარზე უკვე მეოთხე დღეა აკრავენ, ადმინისტრაცია კი ხსნის.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე სასწავლებლის რექტორმა გიგა ზედანიამ 30 იანვარს გაათავისუფლა და ამის შესახებ მას ელექტრონული ფოსტით აცნობა. მაშინ როდესაც გიორგი ქადაგიძე ამ დრომდე კუთვნილ შვებულებაშია და ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დიაგნოზის გამო საქართველოში არ იმყოფება.

რექტორმა გადაწყვეტილება რეფორმით ახსნა.

სტუდენტები კი თვლიან, რომ მიზეზი ფულია, რადგან მათ მიერ სწავლის საფასურად გადახდილი 2250 ლარი სტუდენტებისთვის არ იხარჯება და როგორც თავად ამბობენ ამ თემაზე კითხვა არაერთხელ დასვა გიორგი ქადაგიძემ.

banner
წინა სტატიაში,,2013 წლამდე დღგ იყო იმ ტიპის გადასახადი, რომელსაც მეწარმისთვის მხოლოდ თავის ტკივილი მოჰქონდა”
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე: უნდა ვაღიაროთ, რომ სკოლებში ბულინგის პრობლემა გვაქვს