მამუკა ბახტაძე დღეს ბილ გეიტსს შეხვდება

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე 2021 წლამდე ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულებას ვარაუდობს. მინისტრის თქმით, ჩქაროსნული მაგისტრალის და ღრმაწყლოვანი პორტის პროექტების განხორციელებაში მსოფლიო ბანკი აქტიურად აპირებს ჩარევას.

თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ჩინეთთან და ევროკავშირთან – ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკში გამართულ შეხვედრაზე, სადაც საქართველო სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიწვიეს. არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში ქართულ-ჩინური საწარმოები ამოქმედდეს, პროდუქცია კი ევროკავშირის ბაზარზე გავიდეს.

დაგეგმილია შეხვედრები უცხოელ ინვესტორებთან. მთავარი აქცენტი ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებაზე გაკეთდება.

მამუკა ბახტაძე დღეს მაიკროსოფტის დამფუძნებელ ბილ გეიტსს შეხვდება.

მინისტრი აშშ-ში 18 აპრილს გაემგზავრა.

banner
წინა სტატიაშილაგოდეხის სასაზღვრო პუნქტში მესაზღვრე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა
შემდეგი სტატიათემქაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან ახალგაზრდა გოგონა გადმოვარდა