მამა თამაზი- თუ ორგანიზაციის წევრობა ფორმალურია, წესის ასაგებად დაბრკოლება არ არსებობს

დეკანოზ თამაზ ლომიძის თქმით, თუ გირჩის “ბიბლიური თავისუფლების” წევრობა ფორმალურია და რელიგიური დატვირთვა არ აქვს, წესის ასაგებად დაბრკოლება არ არსებობს. ასე შეაფასა სამტრედიაში გარდაცვლილი 24 წლის ახალგაზრდისთვის სასულიერო პირების მიერ წესის არაგება მამა თამაზმა. ახალგაზრდა გირჩის “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური იყო.

“თუ მხოლოდ ჯარიდან გასათავისუფლებლად იყენებენ ახალგაზრდები და ამასთან თუ მასში გაწევრიანებისას ადამიანებს ხაზგასმით არ განუცხადებიათ მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი მრწამსის დატოვების შესახებ, მაშინ არავითარი დაბრკოლება არ არსებობს წესის ასაგებად”,-წერს მამა თამაზი.

მისივე თქმით, მართლმადიდებელი ადამიანი შეიძლება ორგანიზაციის წევრი იყოს, რომელსაც რელიგიური სათაური აქვს, თუმცა სარწმუნოებასა და ეკლესიასთან არ იყოს კავშირში.

“ასე უნდა მიუდგნენ ამ საკითხს და გადაწყვიტონ, ნუგეშს მისცემენ თუ არა მგლოვიარე ოჯახს. ეს თანადგომა განსაცდელში მყოფი ადამიანებისადმი ეკლესიის პირდაპირი მოვალეობაცაა და ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ეცადონ, რომ მონახონ გამოსავალი”,-წერს მამა თამაზი.

banner
წინა სტატიაშიისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს
შემდეგი სტატიათბილისის ზღვაზე 36 წლის კაცი მოკლული იპოვეს