თბილისის ზღვაზე 36 წლის კაცი მოკლული იპოვეს

თბილისის ზღვაზე 36 წლის კაცის ცხედარი იპოვეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,გარდაცვლილი ცეცხლნასროლი ჭრილობით არის მოკლული.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. ამ დროისთვის, შს სამინისტროს ნოდარ ცხადაძის მკვლელობისთვის დაკავებული არავინ ჰყავს.

banner
წინა სტატიაშიმამა თამაზი- თუ ორგანიზაციის წევრობა ფორმალურია, წესის ასაგებად დაბრკოლება არ არსებობს
შემდეგი სტატიავანო ზარდიაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა