მამა გიორგი მამალაძის ოჯახს სავარაუდოდ სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

news
ავტ.: news მარტი 8, 2017 11:39

მამა გიორგი მამალაძის ოჯახს სავარაუდოდ სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

გავრცელებული ინფორმაციით ქობულეთში დეკანოზ გიორგი მამალაძის სახლთან სამი ავტომობილი შეინიშნება, „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით მანქანები პროკურატურის მიერ დანიშნულ სახელმწიფო დაცვას ეკუთვნის. აღნიშნული ავტომანქანებით გადაადგილდებიან დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრებიც.
ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ რომ დაკავებული სასულიერო პირის ოჯახს დაცვა დაენიშნა პროკურატურისგან არ გავრცლეებულა. აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს მამა გიორგი მამალაძის ადვოკატიც, თუმცა მისი განცხადებით დეკანოზი ჩვენების მიცემას უახლოეს დღეებში გააგრძლებს.

მამა გიორგი მამალაძე ჩვენების მიცემის გაგრძელების პირობად სწორედ მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვას ასახელებდა.

news
ავტ.: news მარტი 8, 2017 11:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,562
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics