მალავიში “სექსით განმწმენდი” მამაკაცი დააპატიმრეს

BBC-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, რომლის შესახებ “თაიმერიც” იტყობინებოდა, მალავის მთავრობამ დააპატიმრა მამაკაცი, რომელიც ბავშვებთან “განწმენდის რიტუალს” ატარებდა.
ერიკ ანივა პრეზიდენტ პიტერ მუთარიკის ბრძანებით დააკავეს. მალავის მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ანივა ბავშვთა უფლებების დარღვევაშია ბრალდებული.
განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა გაწყვიტა ტრადიცია, რომლის თანახმად გოგონები, სქესობრივი მომწიფების პერიოდში, მშობლების მიერ სპეციალურად დაქირავებულ მამაკაცთან კარგავენ ქალიშვილობას.
ერიკ ანივა BBC-ის სტატიის მთავარი გმირი იყო. მას ადგილობრივები “ტურას” უწოდებენ. ეს ტრადიციული მეტსახელი ენიჭებათ მამაკაცებს, რომლებიც “განწმენდის რიტუალს” ატარებენ. სტატიის მიხედვით, ანიკამ 100-ზე მეტ გოგონასთან ჩაატარა რიტუალი, თუმცა არავინ იცოდა, რომ იგი აივ-დაინფიცირებული იყო.

banner
წინა სტატიაში„ყაზტრანსგაზ თბილისს“ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ყიდულობს
შემდეგი სტატიალუკაშენკომ მამაკაცური მოვალეობის წარმატებით შესრულების რეცეპტი გათქვა