ლუკაშენკომ მამაკაცური მოვალეობის წარმატებით შესრულების რეცეპტი გათქვა

Lukasjenko-31ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მამაკაცური მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის აუცილებელია დღეში ხორცის ერთი ნაჭრის შეჭმა. ამ „საიდუმლოს“ შესახებ მან ისაუბრა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს. ბელორუსიის პრეზიდენტის თქმით, მოქალაქეები სპორტით უნდა დაკავდნენ, ხოლო თუ ამისთვის დრო არ რჩებათ, მაშინ, აუცილებელია კვების მკაცრი რეჟიმის დაცვა. “მორჩით ჭამას. საუზმეზე მაქსიმუმ სამი კვერცხი და ერთი ჭიქა ყავა მიიღეთ. სადილად ბოსტნეულის სუპი, ერთი ნაჭერი ხორცი დაუმატეთ, რომ შესძლოთ მამაკაცური მოვალეობის შესრულება, საღამოს კი – ხაჭო. სულ ეს არის” – ასეთია ლუკაშენკოს რეკომენდაციები.
ქვეყნის მეთაურმა აღნიშნა, რომ თვითონ სპორტით ყოველდღეა დაკავებული. „ამბობენ, რომ დრო არ გვაქვსო, მაგრამ ძილის ხარჯზე, სხვა რამის ხარჯზე დრო უნდა გამონახოთ” – დასძინა ლუკაშენკომ.

banner
წინა სტატიაშიმალავიში “სექსით განმწმენდი” მამაკაცი დააპატიმრეს
შემდეგი სტატიაჰყავს თუ არა ჰილარი კლინტონს ორეული?