მაკრონმა პუტინს მარიუპოლზე ალყის მოხსნა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო – BBC

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ქალაქ მარიუპოლზე ალყის მოხსნა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო, – ამის შესახებ BBC ფრანგ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.
სატელეფონო საუბრისას ორმა ევროპელმა ლიდერმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდება კიდევ ერთხელ გაიმეორეს, მაგრამ ომის დასრულებთვის მზაობა პუტინის საუბარში არ ჩანდა.

გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტმა პუტინი „ტყუილში“ დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაზე.

banner
წინა სტატიაშირუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, ევროკავშირს ენერგორესურსებზე ფასების ზრდა ემუქრება – ნიკოლაი კობრინეცი
შემდეგი სტატიაბაიდენმა მემორანდუმი გამოსცა, უკრაინისთვის 200 მილიონ დოლარამდე სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ