მაკო ჯაბუას შემდეგ შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ორმა ქალმა ამხილა

POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში, ჟურნალისტ მაკო ჯაბუას შემდეგ კიდევ ორმა ქალმა ამხილა.

მაკო ჯაბუამ 20 მარტს Facebook-ზე დაწერა, რომ რამიშვილმა დაახლოებით 7-8 წლის წინ, სამსახურთან დაკავშირებით გასაუბრების დროს შეავიწროვა.

“გასაუბრება ნორმალურად დაიწყო. გამომკითხა რაღაცები, მიხვდა რომ “ცოცხალი” გოგო ვარ და შემდეგ დაიწყო: – შენ ისეთი არასტანდარტული და თამამი გარეგნობა გაქვს( წითელი თმები და პირსინგი მქონდა) დარწმუნებული ხარ რომ უბრალო ჟურნალისტი გინდა იყო? – მეთქი, რავი, ახალი ამბების ჟურნალისტობა მინდა. [….]

-ხოდა ასეთი იდეა მაქვს, აუზში ვიღაცები რომ მოიწვიო და უხერხული კითხვები დაუსვა. მაგალითად რა პოზაში მოსწონთ, ფეილები რა ჰქონიათ, რომელ პორნოს უყურებენ… და ისე შენ როგორ პორნოს უყურებ? გიყვარს?

აი მანდ უკვე გადაჭრით ვიცოდი, ვისთან მქონდა საქმე. არ ვიცი, ჩემს თავში გადავწყვიტე, რომ არ უნდა შემშინებოდა, სიმშვიდე შემენარჩუნებინა, რაღაც გადამიტრიალდა, თან გავქვავდი (თავდაცვის ინსტინქტი იყო ალბათ) ვიფიქრე, იქნებ თემა შემიცვალოს და მეთქი “გეი პორნოს ალბათ”

-ხოო, ახლა რომ ჩაგირთო რას იგრძნობ?

-არ ვიცი

– მოდი ვნახოთ, უხერხულ სიტუაციებს როგორ უმკლავდები (ამის მერე რთავს პორნოს)

– რას გრძნობ?

– უხერხულობას (თან არ ვიცი, როგორ შევძელი, მაგრამ საერთოდ არაფერს ვგრძნობდი, ერთი ის იყო რომ ვერ ვდგებოდი ადგილიდან)

– არ გინდა დაან*რიო?

-არა

– მე რომ დავანძ*იო, რას იზამ?

– არ ვიცი”, – ნაწყვეტი მაკო ჯაბუას პოსტიდან.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ამ ყველაფერზე საჯაროდ საუბრისთვის აქამდე მზად არ იყო.

კიდევ ერთი ქალი, რომელმაც შევიწროებაზე ისაუბრა გვანცა ბუდაღაშვილია. მან Facebook-ზე დაწერა, რომ შემთხვევა 2018 წელს მოხდა, როცა POSTV მხოლოდ ონლაინ მედია იყო. მისი თქმით, რამიშვილმა თვითონ მიწერა და უთხრა, რომ გადაცემისთვის ახალ სახეებს ეძებდა.

“ვისაუბრეთ ყველაფერზე პოლიტიკაზე, ჭამაზე, გართობაზე და მიადგა სექსუალურ საკითხებსაც. მითხრა რომ განსაკუთრებული შარმი მაქვს და შემიძლია ჩემი შარმის წყალობით ბევრ რამეს მივაღწიო. (ზუსტად არ მახსოვს როგორ თქვა და ამიტომ ვერ ვციტირებ) უხერხულობა ვიგრძენი და წამოვედი.

რამდენიმე დღეში ისევ მომწერა ან დამირეკა. სამსახურის დაწყება თუ გინდა მოდი რაღაცეები გავარკვიოთო.

მივედი. უკვე ნასვამი იყო და მთელი არსებით პირდაპირ მოითხოვდა რომ ჩემ ფეტიშებზე მელაპარაკა. რა თქმა უნდა რამდენიმე წუთში წამოვედი და უკვე ნათელი იყო ვისთანაც მქონდა საქმე და მივხვდი რომ ამ “სამსახურის” გზა საწოლზე გადიოდა”, – ამბობს გვანცა ბუდაღაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმდგომარეობა კატასტროფულია, კიდე დაუკლია და 62 კილოა – ალასანია
შემდეგი სტატიაჩემი სოლიდარობა სექსუალური შევიწროვების მსხვერპლ ქალებს, ვინც მოიკრიბა ძალა და ამაზე საჯაროდ შეძლო საუბარი! – ნაცვლიშვილი