მაკედონიას სახელს გადაარქმევენ

მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა განაცხადა, რომ ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის კომპრომისული ვარიანტია “ილინდენ მაკედონიის რესპუბლიკა”. როგორც აღნიშნავენ, სახელთან დაკავშირებით პრეტენზიები საბერძნეთს აქვს იმის გამო, რომ ქვეყნის სახელი ისე ჟღერს, როგორც ბერძნული მაკედონიის. ზაევმა უკვე გამართა მოლაპარაკეებბი თავის ბერძენ კოლეგასთან ალექსის ციპრასტან. “ილინდენ მაკედონიის რესპუბლიკა შესაძლო კომპრომისია, ინგლისურად Republic of Ilinden Macedonia, ალბანურად “Republika Ilindenase e Maqedonisё” – განაცხადა ზაევმა. მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტზე ქვეყანაში რეფერენდუმი გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიმსახიობი ლუკ ბესონს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიასაბერძნეთში კატერი კლდეს დაეჯახა, არიან დაღუპულები