მაკა ჩიჩუა ბერლინში, ბავშვთა ჰოსპისში იმყოფებოდა

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერთად, ბერლინში, ბავშვთა ჰოსპისში „მზიური ბაღი“ იმყოფებოდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი ბავშვთა ჰოსპისის მუშაობის სისტემის გაცნობა და გერმანული გამოცდილების გაზიარებაა.

როგორც ცნობილია, საქართველოში ფონდ ,,ღია საზოგადოება-საქართველოს” ინიციატივით ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელშიც ჩართულია საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი. მშენებლობის დასრულება 2016 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

პირველი ლედის განცხადებით, ბავშვთა ჰოსპისის კონცეფცია გულისხმობს ბავშვისთვის მეგობრული და კომფორტული გარემოს შექმნას, სადაც მზრუნველი პერსონალის გარდა, დიდი ყურადღება ექცევა გარემოს, ინტერიერს, ჰოსპისის სახელწოდებას და ყველა იმ დეტალს, რაც ბავშვისახალ გარემოსთან ჰარმონიულ შეგუებას უზრუნველყოფს.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც გერმანელებს აქვთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან დაწყებული პროექტი მაქსიმალურად იყოს მიახლოებული ამ მოდელთან. ამ ბავშვებს ყველა მხარში უნდა ამოვუდგეთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ, ვინც საქართველოში ამ პროექტს საფუძველი ჩაუყარა”, – განაცხადა ჰოსპისის დათვალიერების შემდეგ მაკა ჩიჩუამ.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცავებმა ქურდობის ფაქტი გახსნეს
შემდეგი სტატია“სამწუხაროა, რომ ტრანსფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ღია ცის ქვეშ ვერ მოხერხდა”