სამართალდამცავებმა ქურდობის ფაქტი გახსნეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა 1976 წელს დაბადებული გიორგი მ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, კვერნაძის ქუჩაზე, მოქალაქის საცხოვრებელი სახლი გაქურდა, საიდანაც პერსონალური კომპიუტერი, 2 მობილური ტელეფონი, პლანშეტური კომპიუტერი, ფოტოაპარატი და სამკაულები მოიპარა.

სამართალდამცველებმა ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს და ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-ნაწილის „ა“ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

banner
წინა სტატიაშიქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებულია
შემდეგი სტატიამაკა ჩიჩუა ბერლინში, ბავშვთა ჰოსპისში იმყოფებოდა