მაკა ბოჭორიშვილმა და ლევან ქარუმიძემ ევროპარლამენტში შეხვედრები გამართეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ქარუმიძე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან ოტმარ კარასთან, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტთან ანდრიუს კუბილიუსთან, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებთან ვიტოლდ ვაშჩიკოვკისთან, ურმას პაეტთან და ჟელიანა ზოვკოსთან, საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მომხსენებელთან სვენ მიკსერთან ასევე, ევროპარლამენტში ყველა პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელებთან და სხვადასხვა კომიტეტების წევრებთან.

შეხვედრებისას. საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია და უსაფრთხოების კუთხით რეგიონში შექმნილი მძიმე ვითრება, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები და თანამშრომლობის გზები მათთან გამკლავების კონტექსტში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები და ევროკავშირში გაწევრიანებაზე გაკეთებული განაცხადის შემდგომი ნაბიჯები.

ქართულმა მხარემ, ასოცირებული პარტნიორების მიმართ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას და ევროპული მხრიდან მკაფიო გზავნილების აუცილებლობას ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პარტნიორების მხარდაჭერისა და მათთან აქტიური თანამშრომლობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრებისას, ევროპარლამენტარების მიერ ცალსახად აღინიშნა, რომ რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით აუცილებელია პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო კოორდინაცია და მათი პოლიტიკური მხარდაჭერის გაზრდა. ევროპარლამენტარების წევრები ერთსულოვნად მიიჩნევენ, რომ დროულია საქართველოს და მოლდოვას მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი და მხარს უჭერენ უკრაინასთან ერთად, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას.

მაკა ბოჭორიშვილმა ევროპელ კოლეგებს სთხოვა, როგორც აქტიური პოლიტიკური მხარდაჭერა, ასევე ქმედითი ნაბიჯების ხელშეწყობა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე საქართველოს დაჩქარებული ინტეგრაციისთვის და ევროკავშირის ინსტიტუტებთან შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას, საუბარი შეეხო ქართველი საჯარო მოხელეებისთვის ევროკავშირის ინსტიტუტებში გაცვლითი პროგრამების საჭიროებას, საქართველოს ევროკავშირის შრომით ბაზარზე შემდგომი ინტეგრაციისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმასა და ეკონომიკური კონტაქტების ინტენსიფიკაციას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესაძლებლობების უკეთ გამოყენების მიზნით.

ევროპარლამენტარებმა საქართველოს მიერ ევროავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასეს და ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომ პროცესში ევროპარლამენტის მხრიდან აქტიური მხარდაჭერა აღუთქვეს.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი: სამშობიაროს დაბომბვა ნათელი მაგალითია იმისა, რომ უკრაინელების გენოციდი ხორციელდება
შემდეგი სტატიადაასრულეთ სისხლისღვრა ახლავე – გაეროს გენერალური მდივანი მარიუპოლში დაბომბვაზე