მაისის ბოლომდე ჰაერის ტემპერატურა 22-28 გრადუსი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, არამდგრადი ამინდი ივნისის დასაწყისამდე შენარჩუნდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონში, მოსალოდნელია წვიმა ელ-ჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია სეტყვა. მაისის ბოლომდე ჰაერის ტემპერატურა 22-28 გრადუსი იქნება.

კერძოდ, ხვალ, დასავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა 20-22 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთში – 24-26. ორშაბათს და სამშაბათს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 24-26 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 26-28 გრადუსი.

banner
წინა სტატიაშისამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს
შემდეგი სტატიადავით საყვარელიძე: სააკაშვილი იქნება ახალი პოლიტიკური ძალის მთავარი იდეოლოგი