„მაინტერესებს რას აპროტესტებენ,” – გიგა ბუკია არასაპარლამენტო ოპოზიციას პასუხობს

საკოორდინაციო საბჭოს მოთხოვნებს არ იზიარებენ მმართველ გუნდში. როგორც ცნობილია, პატრიოტთა ალიანსის ოფისში ახალი გაერთიანების შექმნაზე მსჯელობენ, რომელიც საარჩევნოდ შესაძლოა, ბლოკად ჩამოყალიბდეს.

მანამდე კი შეკრებილი ოპოზიციური პარტიები საპროტესო აქციებს არ გამორიცხავენ. მათი პრინციპული პოზიცია საარჩევნო სისტემის ცვლილებაა.

უმრავლესობისთვის ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია.

„მაინტერესებს რას აპროტესტებენ. თუ საუბარია იმაზე, რატომ არ შეიცვალა სისტემა, ჯერ კიდევ შარშან, მაისიდან ვსაუბრობდით ამ საკითხთან დაკავშირებით, არა ერთხელ გვითქვამს, რომ ამ თემაზე უმრავლესობას აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია,“ – აცხადებს ფრაქცია ქართული ოცნება – კონსერვატორების თავმჯდომარე, გიგა ბუკია.

banner
წინა სტატიაშილიკა კიკიანი აცხადებს, რომ 3 კვირაა ემუქრებიან
შემდეგი სტატიაკოჯოროში ცხედრის პოვნის ფაქტზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართება