კოჯოროში ცხედრის პოვნის ფაქტზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართება

კოჯორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ში ბრიფინგი გაიმართება.

, ბრიფინგი 17:00 საათზე დაიწყება.

კოჯორში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში, 27 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გვამი კასრში იყო ჩამარხული.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა 2014 წელს თბილისის ზღვაზე მომხდარ დანაშაულს უკავშირდება. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ. როგორც უწყებაში განმარტეს, განცხადება დღის ბოლომდე გაკეთდება.

ამასთან, როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, წუხელ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. ადგილზე მიყვანილი ჰყავდათ  ერთი ადამიანი,  ხელბროკილით, რომელიც უშუალოდ აჩვენებდა პოლციას, თუ სად იყო ცხედარი ჩამარხული.

“ცხედარი კასრში იპოვეს,  მხოლოდ ფეხები უჩანდა”, – ამბობს თვითმხილველი.

banner
წინა სტატიაში„მაინტერესებს რას აპროტესტებენ,” – გიგა ბუკია არასაპარლამენტო ოპოზიციას პასუხობს
შემდეგი სტატია“აზრი მათ უნდა ჰკითხოთ, რატომ გამოთქვამენ ასეთ ვარაუდებს,” – გელა ჩივიაშვილი კომუნალური ვაუჩერების შესახებ