მაია რჩეულიშვილმა რუსთავის ქალთა საპატიმრო დაწესებულება დატოვა

„ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებელმა, მაია რჩეულიშვილმა რუსთავის ქალთა საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მას ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

მაია რჩეულიშვილმა მადლობა გადახადა მერიას და ბოდიში მოუხადა დაზარალებულებს.

„ყველას ვუხდი ბოდიშს, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა. მადლობა მერიას, რომელიც ძალიან გვერდით დაგვიდგა და დიდება უფალს, რომ დამთავრდა. ახლა ინვესტორებს გადაეცათ შპს-ები და დარწმუნებული ვარ, მერიის ზედამხედველობის ფარგლებში დამთავრდება ყველაფერი კარგად. დაზარალებული არის ხუთი დიდი ობიექტი დასასრულებელი დანარჩენ სარემონტო ობიექტებზე მიდის სარემონტო სამუშაოები. მთავარია, რომ თავად ამ საქმის კურაცია აიღო მერიამ და მერია არის ზედამხედველი, რომელიც არის გარანტორი ამ საქმის დამთავრების.

საპროცესო გაფორმდა მიონის ობიექტზე. მიონის ობიექტის დასამთავრებელი სამუშაოები ახლა მიმდინარეობს. მე ვუხდი უდიდეს ბოდიშს ყველა დაზარალებულს დაგვიანებისთვის და დაგვიანებისთვის ვიჯექი ციხეში“, – განაცხადა საპატიმროს დატოვების შემდეგ მაია რჩეულიშვილმა.

მაია რჩეულიშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

„დღეს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება მაია რჩეულიშვილთან და „ცენტრ-პოინტის პრობლემები ფაქტობრივად, დაზარალებულების პრობლემები ფაქტიურად ამოიწურა. უახლოეს მომდევნო პერიოდებში ეს ადამიანები მიიღებენ თავიანთ კუთვნილ ფართებს. ამ საკითხის მოსაგვარებლად მაია რჩეულიშვილის წვლილი არის ძალიან დიდი. რეალურად, ამ პრობლემის მოგვარება მოხერხდა იმ ქონებით, რა ქონებაც „ცენტრ-პოინტს“ წლების განმავლობაში ჰქონდა სრულიად ლეგალურად, კანონიერად და სწორედ ამ ქონების რეალიზაციით. ინვესტორებზე გადაცემით ხდება დაზარალებულთა უფლებების დაკმაყოფილება. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მაია რჩეულიშვილი 2016 წელს დააკავეს. მისი გათავისუფლების შემდეგ „ცენტრ-პოინტის“ ყველა საქმე უნდა იყოს დასრულებული. განაჩენი სასამართლომ მიიღო და ციხეზე გადმოგზავნა“, – აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.

„ცენტრ-პოინტის“ საქმის ე.წ. მიონის ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს სასამართლომ 2019 წლის აპრილში გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშიჯვარის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლანა შენგელიამ კანდიდატურა მოხსნა
შემდეგი სტატიაცესკო ბოლო დროს გავრცელებულ რამდენიმე ინფორმაციას ეხმიანება, რითაც შესაძლოა საარჩევნო გარემო დაზიანდეს