ჯვარის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლანა შენგელიამ კანდიდატურა მოხსნა

“ძვირფასო ჯვარელებო,წალენჯიხელებო! მინდა გაუწყოთ,ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ.

მოგეხსენებათ, რომ გვიახლოვდება უმნიშვნელოვანესი არჩევნები ,რომელიც თავისი არსით არ გულისხმობს მხოლოდ თვითმართველობის არჩევნებს.სწორედ 2 ოქტომბერს წყდება ჩვენი ქვეყნის განვითარების ვექტორის მიმართულება.

ყველამ ვიცით,რომ ჯვარში გვყავს 4 მაჟორიტარი კანდიდატი ჩემი ჩათვლით.ოთხივე თითქმის თანაბარი შანსებით.სამწუხაროა,რომ ვერ მოხერხდა ოპოზიციის ერთიან კანდიდატზე შეჯერება.ამ ფაქტის გამო ვინმესთან ჯიბრში ჩადგომის არც დროა და არც სურვილი მართალი გითხრათ.ეს მხოლოდ დააზარალებს ჩვენს საერთო ინტერესს.
მიმაჩნია რომ ორი, პროევროპულად განწყობილი პარტიის კანდიდატის კონკურენცია, მხოლოდ ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს და ბიძინას ყულაბაში ჩაყრილი ხმებია.
გადავწყვიტე,მოვიხსნა ჩემი კანდიდატურა მაჟორიტარული არჩევნებიდან ბაჩო ქანთარიას სასარგებლოდ,რადგან ვთვლი რომ ბაჩოს აქვს პარტიული უპირატესობა ჩემთან შედარებით და მე არ მსურს ვიყო ამ ბრძოლაში ოპოზიციის გამარჯვების ხელისშემშლელი ფაქტორი.

აქვე დავამატებ, რომ მე ვაგრძელებ ბრძოლას პარტიული პროპორციული სიით,სადაც ვარ მეორე ნომერი.
ვინც მხარდაჭერას მპირდებოდით ან გსურდათ თქვენი ხმა ვყოფილიყავი საკრებულოში, გული არ გაიტეხოთ,მე არსად წავსულვარ.შეგიძლიათ თქვენი მხარდაჭერა პარტიული მხარდაჭერით გამომიხატოთ და შემოხაზოთ 2-იანი ,,ევროპული საქართველო”- წერს ლანა შენგელია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძემ და სერგო ჩიხლაძემ კახეთის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს
შემდეგი სტატიამაია რჩეულიშვილმა რუსთავის ქალთა საპატიმრო დაწესებულება დატოვა