მაია ცქიტიშვილი: გარეჯის საკითხის პოლიტიზება არ მოვახდინოთ

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარეჯის საკითხის პოლიტიზება არ მოვახდინოთ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, პროკურატურას უნდა მიეცეს საშუალება, რომ საქმე სწორად შეისწავლოს

„როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი, იმ დროინდელი, აძლევს პრაქტიკულად, მითითებას კომისიას და აკეთებს კომენტარს, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის ახდენს გავლენას კომისიის მუშაობაზე. თუმცა არაერთხელ მქონდა მეც საშუალება კომენტარის გაკეთების, როდესაც გარეჯზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, გარეჯის საკითხის პოლიტიზება არ მოვახდინოთ. მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ იმ ჩვენი ქვეყნის უფრო დიდ ინტერესს, რომელიც წარმოადგენს ზოგადად, ქვეყნებს შირის გარეჯის საქართველოს ტერიტორიად შეთანხმებას.

პროკურატურა იძიებს საქმეს, შესაბამისად ამ გამოძიების ფარგლებში უნდა მივცეთ პროკურატურას საშუალება, რომ სრულფასოვნად შეაფასოს, შეისწავლოს საქმე და შესაბამისად, პროკურატურას აქვს უფლება, რომ დაიბაროს ნებისმიერი ადამიანი, დასვას კითხვა, რომელიც ეხება ამ საქმეს. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც შესაბამისად დავით გარეჯის საქმესთან ან ნებისმიერ სხვა საქმესთან ჰქონდა შეხება, ასევე ჩვენ ყველას, განსაკუთრებით ყოფილ ან არსებულ საჯარო მოხელეებს გვაქვს ვალდებულება, რომ ვუპასუხოთ ყველა კითხვას ზედმეტი პოლიტიზების გარეშე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაპატრულო პოლიციამ ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა
შემდეგი სტატიაჰარცელი წულუკიანზე: ამის მოსმენა არასასიამოვნო სიურპრიზი იყო, არაეთიკურად მიმაჩნია