მაღიზიანებს ხოლმე, როცა საუბრობენ, რომ არჩევნების შემდეგ პარტია გაძლიერდა, „ნაცმოძრაობას“ ხმების ძალიან დიდი რაოდენობა აქვს, რაც სააკაშვილის ხმებია – დეკანოიძე

სააკაშვილის მხრიდან პოლიტიკაში შემობრუნება გამბედაობისა და გამძლეობის მაგალითი იქნებოდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სააკაშვილია რის ადამიანი, რომელიც ხმების მობილიზაციას ახდენს.

„ჩაატარეს თუ არა რაიმე კვლევა და ცოტა პესიმისტური შედეგები ამოვიდა თუ არა, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ NDI-ის ბოლო კვლევით პესიმისტური შედეგი იყო. ამიტომ შესაძლებელია, ისინი საკუთარი მომხრეების მობილიზაციისთვის სააკაშვილის ფაქტორს იყენებდნენ. ეს ბუნებრივიც არის, რადგან სააკაშვილის ხმებია „ნაციონალური მოძრაობის“. შიდა არჩევნების შემდეგ არაფერი განსაკუთრებული არ მოხდა და შესაძლებელია, ეს იყოს ერთგვარი ფაქტორი. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მიხეილ სააკაშვილი არის სუსტად, ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ ვფიქრობ, მას თავიდანვე შეეძლო, ბრძოლის ეს გზა აერჩია, პოლიტიკაში შემობრუნება მისი მხრიდან გამბედაობისა და გამძლეობის მაგალითი იქნებოდა. ალბათ, ეს სწორი გზა იქნებოდა. სამწუხაროდ, მის მიერ არჩეული გზა საბოლოო შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ჩანაფიქრზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ლოგიკურია, რომ მათთვის სააკაშვილი ის ადამიანია, ვინც ხმების მობილიზაციას ახდენს. ვინც ცდილობს, კულისების, ფარდის უკან მართოს პარტია, ყველა უნდა გამოვიდეს საჯარო სივრცეში, მათ შორის მერაბიშვილ-კეზერაშვილი. ბიძინა ივანიშვილს ვებრძვით, რადგან ის არის არაფორმალური მმართველი. ვფიქრობ, ყველა უნდა გამოვიდეს კულისებიდან, საჯარო პოლიტიკაში ჩაერთოს და მოქალაქეებმა გადაწყვიტონ, მისცენ თუ არა ხმა იმ პარტიას, სადაც ეს ადამიანები არიან. ცოტა მაღიზიანებს ხოლმე, როცა საუბრობენ, რომ არჩევნების შემდეგ პარტია გაძლიერდა. „ნაცმოძრაობას“ ხმების ძალიან დიდი რაოდენობა აქვს, რაც სააკაშვილის ხმებია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიაველოდები რადიკალური ოპოზიციისა და კონკრეტული ევროპარლამენტარების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრასბურგი კლავს სააკაშვილს – კობახიძე