,,მადლობა ყველაფრისთვის საქართველოს ჯარისკაცებო!”-ნინო სურგულაძის მიმართვა ქართულ ჯარს

მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე თავდაცვის ძალებს იუბილეს ულოცავს.

“ჩვენი საზოგადოების ძვირფასო წევრებო, ჩვენო საამაყო ჯარისკაცებო!

თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სამსახური სამშობლოს მიუძღვნეს, რომელსაც ძალიან ძლიერი სახელმწიფო უპირისპირდებოდა და უპირისპირდება, თუმცა თქვენი შეუპოვრობა, სიმამაცე და ვაჟკაცობა ნებისმიერი მტრისთვის უკვე პასუხია. თქვენ ხართ ჩვენი სამშობლოს და თითოეული ჩვენგანის სიამაყე!

თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ ქართული ჯარის პროფესიონალიზმი და სიმტკიცე, როგორც საერთაშორისო მისიებში, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს წუთებში.

თქვენ ხართ ადამიანები, რომელთა ღირსეული საქმიანობა სამაგალითოა მომავალი თაობისთვის, რომელთა შესახებ საუბრობენ და წერენ მსოფლიო ლიდერები და უცხოური მედია. თქვენ არაერთი გმირობის მაგალითი უჩვენეთ თქვენ ხალხს და მსოფლიოსაც, რის შესახებ ისტორია აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს.

მადლობა თითოეულ თქვენგანს – ჯარისკაცს, კაპრალს, სერჟანტს, ოფიცერს, გენერალს იმისთვის, რომ იცავთ ჩვენი ქვეყნის სახელს და ღირსებას ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, მადლობა იმისთვის, რომ არასოდეს ივიწყებთ ჰუმანურ პრინციპებს, არასოდეს იხევთ უკან და საქართველო თქვენთვის ყველაფერია!

მადლობა ყველა ჯარისკაცს, ვინც სიცოცხლე გასწირა სამშობლოს დასაცავად როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მადლობა თქვენ, რომ არასოდეს დაგირღვევიათ მთავარი პრინციპები და არასოდეს ივიწყებთ ფასეულობებს.

მადლობა ყველაფრისთვის საქართველოს ჯარისკაცებო! მადლობა სამსახურისთვის!”, – აღნიშნულია ნინო სურგულაძის მილოცვაში.

https://www.youtube.com/watch?v=CXk2Nj4O1nM&feature=youtu.be&fbclid=IwAR1R9FyR6UwgJoYLh6sgkFsIPbeqWgvhSUrKFjyMytLeOd30KIWrfaVu_tU

banner
წინა სტატიაშიტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ქალის ათი ბავშვიდან ორი ქუთაისის საავადმყოფოში რჩება
შემდეგი სტატიაშვედეთის ელჩი საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს ზურაბ ჟვანიას სიტყვებით ეხმიანება