მაჭარაშვილი – უახლოეს საათებში საზოგადოებას ეცოდინება საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ როგორ გაფართოვდება

დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ უახლოეს საათებში საზოგადოებას ეცოდინება, როგორ გაფართოვდება „ხალხის ძალა“.

„ჩვენ ასევე გვქონდა დაანონსებული, რომ მიმდინარეობდა მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ გავფართოვდებოდით და ეს იქნებოდნენ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე, დღეს გვექნება ბოლო კონსულტაციები და უახლოეს საათებში საზოგადოებას ეცოდინება საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ როგორ გაფართოვდება. ეს არ იქნება ერთჯერადი ეტაპი, იქნება დინამიური პროცესი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღეს „ხალხის ძალა“ პრეზენტაციას გამართავს – მოძრაობას კიდევ რამდენიმე დეპუტატი უერთდება.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი პატიმრობიდან გაათავისუფლა
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კორეა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების შედეგებს ცნობს