ლუკაშენკო: მინდა მშვიდობა აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის, არასდროს დავგეგმავთ რაიმე ქმედებას თბილისის წინააღმდეგ

მინსკში, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შორის გამართულ შეხვედრაზე ბელორუსიასა და აფხაზეთს შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს, – ამის შესახებ BelTA იუწყება.
ალექსანდრე ლუკაშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელორუსია ყოველთვის იყო დაინტერესებული აფხაზეთთან თანამშრომლობით, რაც სხვა საკითხებთან ერთად, განიხილებოდა 2022 წლის სექტემბერში, ბელორუსის ლიდერის ასლან ბჟანიასთან საუბრისას.
„მხოლოდ ერთი აზრი არ მტოვებდა: რატომ რეაგირებს საქართველოს ხელმძღვანელობა ასე მკვეთრად ჩვენს შეხვედრებზე. მართლა შეუძლებელია, ადამიანებს, ხალხებს შორის ნორმალური, თბილი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ? იქნებ, ეს ურთიერთობები, როგორც მაშინ ვთქვი, ემსახურება მშვიდობას და მეგობრობას აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის. ჩვენ ხომ არასდროს დავგეგმავთ რაიმე ქმედებას თბილისის წინააღმდეგ,“ – განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა.

 

https://youtu.be/JyOjFwyOGyc

banner
წინა სტატიაშიირაკლი მეზურნიშვილი – 2022 წელს ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს არის შედეგი ჩვენი გუნდის სწორი პოლიტიკისა
შემდეგი სტატიარატი იონათამიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ უტიფრად ცდილობს გასტრონომიული ფალსიფიკაციებით და დეზინფორმაციის კამპანიებით შეარყიოს ჩვენი ქვეყანა და არეულობა გამოიწვიოს