ლუკაშენკო ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში “ბელარუს სპეციალისტებს” აგზავნის

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო, რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებულ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში “სპეციალისტებს” გზავნის.

ლუკაშენკოს თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი “ელექტროენერგიის მიწოდების დროული აღდგენაა”.

“ენერგეტიკის მინისტრს დაევალა ამ სამუშაოების ორგანიზება, რათა სასწრაფოდ აღდგეს ჩერნობილზე ელექტროენერგიის მიწოდება. ჩვენ გვაქვს საბჭოთა დროინდელი ელექტროგადამცემი ხაზი, ის დაზიანებულია. ჩერნობილის სადგურის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია”, – ამბობს ლუკაშენკო.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი 24 თებერვალს დაამყარეს. დღეს უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა აღნიშნა, რომ ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის გადამცემი ხაზია დაზიანებული და მოითხოვა, სარემონტოდ ადგილზე ჯგუფი დაუყოვნებლივ შეუშვან.

banner
წინა სტატიაში“გაიღე სისხლი,აჩუქე სიცოცხლე” – უკრაინის დასახმარებლად, წალენჯიხაში სისხლის დონაციის აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიარუსეთის საოკუპაციო არმიის სატანკო პოლკის მეთაური, ანდრეი ზახაროვი ლიკვიდირებულია