ლუკაშენკო აშშ-სა და გერმანიას ბოევიკების დაფინანსებაში ადანაშაულებს

ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში დაგეგმილი პროვოკაციებს აშშ და გერმანია აფინანსებენ. ამასთან, ბოევიკებს იარაღითაც ეხმარებიან.
ლუკაშენკოს თქმით, ხელისუფლების ორგანოებს საპირისპირო მოქმედებების აღკვეთის არ უნდა შეეშინდეთ.
„თუ შეგეშინდებათ, მე ვიქნები ცუდად, თქვენ ხომ – საერთოდ,“ – დაასკვნა ლუკაშენკომ.
შეგახსენებთ: საუბარია გუშინ ქვეყნის უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, დაჯგუფება „თეთრი ლეგიონის“ დაკავებული 21 აქტივისტი მასობრივი არეულობის მოწყობას გეგმავდა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ხარის რქაზე შემომჯდარი ბუზები და დაკარგული 93 მილიონი ლარი
შემდეგი სტატიაგაერომ კონფლიქტებში კულტურული ფასეულობების დაცვაზე რეზოლუცია მიიღო